უელსის ნაკრებს საქართველოსთან აარონ რემსი ვერ დაეხმარება

უელსის ნაკრების და ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი, აარონ რემსი ავსტრიის და საქართველოს ნაკრებებთან ოქტომბერში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებში ვერ ითამაშებს.

25 წლის ფეხბურთელი პრემიერლიგის პირველ ტურში მიღებული ტრავმის მოშუშებას ვერ ასწრებს, რის გამოც საკუთარი ქვეყნს ეროვნულ გუნდს ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

ევრო 2016-ის ნახევარფინალისტის, უელსის ნაკრებისა და საქართველოს ეროვნული გუნდის შეხვედრა 9 ქტომბერს, კარდიფში გაიმართება.

თარიღი: 2016-09-30 14:25:32
კომენტარები: