ზლატან იბრაჰიმოვიჩის გამორჩეული ფრაზები

ზლატან იბრაჰიმოვიჩი, თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. 35 წლის ასაკში შვედი უმაღლეს დონეზე თამაშობს. კარიერის განმავლობაში იბრაჰიმოვიჩს აიაქსის, იუვენტუსის, ინტერის, ბარსელონას, მილანის, პსჟ-ს რიგებში უთამაშია და თან ყველა გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონატი აქვს მოგებული. ამჟამად ზლატან იბრაჰიმოვიჩი მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას იცავს.

ზლატანს გუშინ 35 წელი შეუსრულდა. გთავაზობთ ფეხბურთელის გამორჩეულ ფრაზებს:

* ვფიქრობ, რომ ყოველდღიურად ვპროგრესირებ, მიუხედავად ჩემი ასაკისა. მე ღვინოსავით ვარ, რაც უფრო მემატება წლები მით უფრო უკეთესი ვხვდები. ახლაც ვგრძნობ შიმშილს თამაშისადმი, რომელიც მეხმარება გოლების გატანაში.

* დანამდვილებით ვერ გეტყვით, რა იქნება ზაფხულის შემდეგ, თუმცა ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ მე პსჟ-ში აღარ ვიქნები.

ჟურნალისტი - თქვენ აქ ბევრს უყვარხართ და ეს არ არის საკმარისი?

ზლატანი - მე ვფიქრობ, რომ მათ არ შეუძლიათ ეიფელის კოშკის ჩემი ძეგლით ჩანაცვლება.

ჟურნალისტი - დარწმუნებული ვარ, შეუძლიათ.

ზლატანი - არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ თუ ეს ასე მოხდება, მაშინ გპირდებით, რომ დავრჩები.

* მე მოხუცი დავიბადე და ახალგაზრდა მოვკვდები. ასაკი, ეს მხოლოდ ციფრებია და მეტი არაფერი. ახალგაზრდა ხარ თუ მოხუცი, საკუთარ გონებაში უნდა გადაწყვიტო და სანამ ასე იფიქრებ, ასეც გაგრძელდება.

* მათ იყიდეს ფერარი, მაგრამ ატარებდნენ, როგორ ფიატს - ბარსელონაში წარუმატებელი კარიერის შემდეგ.

* რატომ, არ ვიცი, მაგრამ, როდესაც ოთახში შევდიოდი, გვარდიოლა ყოველთვის გადიოდა - უეჭველად ჩემი ეშინოდა - ზლატანს ბარსელონაში გვარდიოლასთან ჰქონდა კონფლიქტი.

* ისინი პატარა ბავშვებივით არიან, საკუთარი აზრი არ გააჩნიათ - ზლატანი ლიონელ მესის, ინიესტას და ჩავი ერნანდესის შესახებ.

* ვინ არის ჩემი მისაბაძი მაგალითი? ასეთი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ზლატანის სტილი.

* არ ვიცი, რას წარმოადგენენ საფრანგეთის ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები, მაგრამ ვიცი, რას წარმოვადგენ მე - პსჟ-ში გადასვლის შემდეგ.

* მოვედი როგორც მეფე და მივდივარ როგორც ლეგენდა - სწორედ ეს სიტყვები დაწერა ზლატანმა სოციალურ ქსელში პსჟ-ს შემადგენლობაში ბოლო მატჩის წინ.

* რას აჩუქებთ მეუღლეს დაბადების დღეზე? – არაფერს, მას ხომ ზლატანი ჰყავს.

* ტრავმირებული იბრაჰიმოვიჩი ნებისმიერი კლუბისთვის დიდი პრობლემა იქნებოდა - იბრაჰიმოვიჩი საკუთარ თავზე.

* მე ყველა პოზიციაზე შემიძლია, ვითამაშო, რადგანაც კარგ ფეხბურთელს მოედნის ნებისმიერ ადგილას უნდა შეეძლოს თამაში.

* რასაც კარეუ ფეხბურთის ბურთით აკეთებდა, იმის გაკეთება მე ფორთოხლითაც შემიძლია – ზლატანმა ნორვეგიელი ფეხბურთელის, ჯონ კარეუს, კრიტიკას უპასუხა.

* ჩვენ პარიზში სახლს ვეძებთ და იმ შემთხვევაში, თუ ვერაფერს ვიპოვით, მაშინ რომელიმე სასტუმროს ვიყიდი.

* ჟურნალისტი - რომელი გუნდი მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი ოფში?

   ზლატანი - ეს მხოლოდ ღმერთმა იცის.

   ჟურნალისტი - რთული იქნება ღმერთისთვის ამის კითხვა.

   ზლატანი - რატომ? შენ ახლა ზუსტად მას უყურებ.

* მოდით ჩემთან სახლში, თქვენი დაც წამოიყვანეთ და გაიგებთ, როგორი გეიც ვარ -იბრაჰიმოვიჩის პასუხი სექსუალურ ორიენტაციაზე.

* ერთ-ერთმა ჟურნალისტმა შვედ ფეხბურთელს ჰკითხა, რატომ ჰქონდა სახეზე ნაკაწრები - თქვენს მეუღლეს ჰკითხეთ, უპასუხა იბრაჰიმოვიჩმა.

* ერთი რამ ნათელია - ევროპის ჩემპიონატი ჩემს გარეშე საყურებლადაც არ ღირს.

* მე კარგ ღვინოსავით ვარ, რაც უფრო მემატება წლები, მით უფრო უკეთესად ვთამაშობ.

* მე არ მჭირდება ოქროს ბურთის მოგება იმის მისახვედრად, რომ ნომერ პირველი ვარ.

* ხარისხი ყოველთვის ძვირად ფასობს. არ მესმის, რატომ მაკრიტიკებენ მაღალი ხელფასის გამო. თანაც, რაც უფრო მეტ ფულს ვიღებ, მით მეტ გადასახადებს ვუხდი საფრანგეთს.

* დანიელებს სურდათ ჩემი პენსიაზე გაშვება, მაგრამ მე პენსიაზე მთელი ქვეყანა გავუშვი - ევრო 2016 ფლეი ოფის შემდეგ. (შვედეთმა დანიის ნაკრები ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა).

* პსჟ-ში მხოლოდ ერთი ბოსია და მას ზლატანი ჰქვია.

* მოურინიომ ჩემში ისეთი თვისებები აღმოაჩინა, რასაც სხვა მწვრთნელი ვერ შეძლებდა. როდესაც ვთამაშობდი თავი ტერმინატორი მეგონა. ძალიან თავდაჯერებული ვიყავი. ეს იგივეა იყო კატა და თავს გრძნობდე როგორც ლომი.

 

წყარო: dailymail.co.uk, telegraph.co.uk

თარიღი: 2016-10-04 18:12:51
კომენტარები: