ზინედინ ზიდანმა "რეალის" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ კრიშტიანო რონალდო სამეფო კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. ზიდანმა ეს შეფასება მას შემდეგ გააკეთა, რაც პორტუგალიელმა მეოთხე ოქროს ბურთი მოიგო.

"რეალში ნებისმიერი ფეხბურთელი შეიძლება მოვიდეს, თუმცა ის ვერასოდეს მიაღწევს იმას, რაც რონალდომ შეძლო. არ მგონია, გადამეტებული იყოს, თუ ვიტყვი, რომ რონალდო რეალის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. 4 ოქროს ბურთი შესანიშნავია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მას კიდევ შეუძლია ამ ჯილდოს მოგება," - განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდომ მეოთხე ოქროს ბურთი მოიგო. გამოკითხვაში სამეფო კლუბის ლიდერმა ლიონელ მესის და ანტუან გრიზმანს აჯობა.

 

წყარო: AS

თარიღი: 2016-12-19 23:19:26
კომენტარები: