ჟერარ პიკემ “ბარსელონასთან” კონტრაქტი გაახანგძლივა

ჟერარ პიკემ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგძლივა. კატალონიელთა მცველმა კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლამდე გაახანგძლივა. 30 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ პიკე "ბარსელონას" აღზრდილია. 2004 წელს ის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდა, თუმცა ოთხი წლის შემდეგ მშობლიურ კლუბში დაბრუნდა.

პიკე 2009 წლიდან ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრია.

თარიღი: 2018-01-30 00:20:00
კომენტარები: