ედინსონ კავანი "პსჟ"-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა

საფრანგეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში "პარი სენ-ჟერმენმა" შინ "მონპელიე" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურა. პირველი გოლი ედინსონ კავანიმ გაიტანა და ურუგვაელმა ისტორიული შედეგიც დააფიქსირა.

ედინსონ კავანიმ პარიზული გუნდის რიგებში 157-ე გოლი გაიტანა. ამრიგად, ურუგვაელი ფორვარდი "პარი სენ-ჟერმენის" ისტორიაში საუკეთესო მეგოლე გახდა.

ცნობისათვის, წინა რეკორდი ზლატან იბრაჰიმოვიჩს ეკუთვნოდა. შვედმა ფეხბურთელმა პარიზული გუნდის შემადგელობაში 156 გოლი მიითვალა. შეგახსენებთ, რომ ის "პარი სენ-ჟერმენის" ღირსებას 2012-დან 2016 წლამდე იცავდა.

თარიღი: 2018-01-30 15:06:00
კომენტარები: