რობინიო: “ნეიმარი “რეალში” თამაშს შეძლებდა”

"სივასპორის" თავდამსხმელმა რობინიომ, რომელიც თავის დროზე მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავდა, აღნიშნა, რომ "სამეფო კლუბში" ნეიმარის ტრანსფერი რთულად განსახორციელებელია, მაგრამ გამორიცხული არაფერია.

"ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ფიგურაა. ვფიქრობ, ის "რეალში" თამაშს შეძლებდა, მაგრამ ამ ტრანსფერის განხორციელება რთულია, ვინაიდან ფეხბურთელს "პარი სენ-ჟერმენთან" ხუთწლიანი კონტრაქტი აქვს. მიუხედავად ამისა, ყველაფერი შესაძლებელია.

რაც შეეხება ზინედინ ზიდანს, ის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე უნდა დარჩეს. ზიდანი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. მომავალში ჩემთვისაც სასიამოვნო იქნებოდა "რეალის" ჩაბარება".

თარიღი: 2018-01-28 10:30:00
კომენტარები: