ზიდანი: „შესაძლოა, ეს ჩვენი ყველაზე ცუდი სეზონია“

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, "ვალენსიასთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა სამეფო თასიდანგ ავარდნაზე და ასევე, ჩემპიონთა ლიგის თემასაც შეეხო.

"მომავალს ენთუზიაზმით ვუყურებ და ვცდილობ, როგორც მწვრთნელი, განვვითარდე. შესაძლოა, "ლეგანესთან" მატჩში არასაკმარისი მოტივაცია გამაჩნდა და ეს ჩემი ბრალია. დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაციას გამოვასწორებთ. ასე ფიქრობენ ფეხბურთელებიც. უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, იგივე შემადგენლობას დავაყენებდი.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მისი მოგება შეგვიძლია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. არ ვფიქრობ, რომ სიტყვებით ფეხბურთელებს ვერ რაიმეს ვერ ვაგებინებ. ასე რომ იყოს, წავიდოდი." - ციტირებს ზიდანს Marca.

თარიღი: 2018-02-01 10:00:00
კომენტარები: