იკერ კასილიასის რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში პორტუმ მაკაბი თელ ავივის უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

პორტუგალიელთა მეკარემ, იკარ კასილიასმა, რეკორდი დაამყარა. ესპანელს ჩემპიონთა ლიგაზე 51 მშრალი მატჩი დაუგროვდა, აქედან 50 რეალის შემადგენლობაში და ედვინ ვან დერ საარის მაჩვენებელი (50) გააუმჯობესა.

შეგახსენებთ, რომ კასილიასი მადრიდის რეალიდან პორტუში გასულ ზაფხულს გადავიდა.

თარიღი: 2015-10-21 10:00:00
კომენტარები: