ლევანდოვსკი კარიერის გაგრძელებას მადრიდის "რეალში" აპირებს

რობერტ ლევანდოვსკის კარიერის გაგრძელება მადრიდის "რეალში" სურს. ამის შესახებ ინფორმაციას წამყვანი ესპანური სპორტული გამოცემა Marca ავრცელებს.

პოლონელმა ფორვარდმა თავის აგენტს სამეფო კლუბთან მოლაპარაკებების დაწყება დაავალა და ტრანსფერი, სავარაუდოდ, მომავალ ზაფხულს განხორციელდება.

"რეალს" თავდასხმის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს, რომლის გადაჭრასაც "ინტერიდან" მაურო იკარდის დამატებით გეგმავდნენ, მაგრამ მილანურმა კლუბმა წამყვანი ფორვარდის გასხვისებაზე უარი ბოლო მომენტში თქვა. ლევანდოვსკის ანგარიშზე მიმდინარე ბუნდესლიგის 18 შეხვედრაში 17 გოლია. "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი პოლონელ ფორვარდს 2021 წლის ზაფხულში უსრულდება.

თარიღი: 2018-02-07 10:04:00
კომენტარები: