საფრანგეთის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად ნეიმარი დასახელდა

ფრანგულმა მედიამ გამოაქვეყნა საფრანგეთის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სია.

პირველ ადგილზე დიდი უპირატესობით იმყოფება “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი ნეიმარი – ის თვეში 3.067 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ამ სიაში პირველ რვა ადგილზე “პარი სენ-ჟერმენის” მოთამაშეები არიან:
1. ნეიმარი – 3,067 მლნ.
2. ედინსონ კავანი – 1,54 მლნ.
3. კილიან მბაპე – 1,5 მლნ.
4. ტიაგო სილვა – 1,33 მლნ.
5. ანხელ დი მარი – 1,12 მლნ.
6. მარკინიოსი – 1,12 მლნ.
7. ტიაგო მოტა – 0.875 მლნ.
8. ხავიერ პასტორე – 770 მლნ.

ლიგა ერთის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა ტოპათეულში ერთადერთი მოთამაშეა, რომელიც “პარი სენ-ჟერმენს” არ წარმოადგენს რადამელ ფალკაო “მონაკოდან”, მისი შემოსავალი თვეში 0.75 მილიონია და ის ამ სიაში მეცხრე ადგილზეა.

პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერია. ის 11 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ “მარსელს”.

ნეიმარს საფრანგეთის ჩემპიონატში 18 გოლი და 12 შედეგიანი პასი აქვს.

თარიღი: 2018-02-06 23:00:00
კომენტარები: