კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთი კლუბისთვის ჩემპიონთა ლიგაში 100 ბურთი გაიტანა. ამ შედეგის მისაღწევად მას 95 მატჩის ჩატარება მოუწია. 

14 თებერვალს, ტურნირის ფინალის 1/8 მატჩზე "რეალსა" და პსჟ-ს შორის, კრიშტიანუმ ორი გოლი გაიტანა და თამაში "რეალის" სასარგებლოდ 3:1 დასრულდა.

ჩემპიონთა ლიგაში რონალდუს ანგარიშზე მთლიანობაშო 117 გოლია, ხოლო მის შემდეგ "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი მოდის 97 გატანილი გოლით.

თარიღი: 2018-02-15 15:21:09
კომენტარები: