საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში საუკეთესო ასეულში შევიდა

ფიფამ განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა. ახალი მონაცემებით, საქართველოს ნაკრები რეიტინგში 4 ადგილით დაწინაურდა.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში გამუდმებული წრუმატებლობის შედეგად, ჩვენი ნაკრების შედეგები წლიდან წლამდე უარესდებოდა და 2014 წელს ანტირეკორდი დამყარდა – საქართველო 125-ე ადგილზე აღმოჩნდა. ცუდი შედეგი დაფიქსირდა 2009 და 2015 წლებში, როდესაც გუნდი ჯერ 124-ე ადგილზე გავიდა, შემდეგ კი 122-ეზე.

ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საფეხბურთო ნაკრებს მცირე წინსვალ ჰქონდა, 2013 წლის შემდეგ კი საქართველო საუკეთესო ასეულში პირველად მოხვდა.

საქართველოს ნაკრებს საუკეთესო შედეგი 1998 წელს დავით ყიფიანის ხელმძღვანელობის დროს ჰქონდა, როდესაც შესარჩევი ციკლის შემდეგ გუნდი 42-ე ადგილზე აღმოჩნდა.

თარიღი: 2018-02-16 14:09:34
კომენტარები: