ჯანლუიჯი ბუფონს ფიფაში მუშაობა შესთავაზეს

  ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ტურინის "იუვენტუსის" მეკარეს, ჯანლუიჯი ბუფონს მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში მუშაობა შესთავაზა.

  ინფანტინო პირველი იტალიელია, რომელიც ფიფას პრეზიდენტად აირჩიეს და სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, 60-წლიანი პაუზის შემდეგ, "სკუადრა აძურა" მუნდიალზე ვერ მოხვდა. 

ინფანტინო ბუფონთან შეხვედრას უახლოეს მომავალში აპირებს და ფიფაში ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობას ოფიციალურად შესთავაზებს.

თარიღი: 2018-02-16 14:16:39
კომენტარები: