ნეიმარმა "მარსელთან" მძიმე ტრავმა მიიღო

საფრანგეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში ლიდერმა „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე 3:0 გაანადგურა უახლოესი მდევარი „მარსელი“. პარიზელთა მხრიდან გოლები გაიტანეს ედინსონ კავანიმ და კილიან მბაპემ, კიდევ ერთი ბურთი თავის კარში როლანდუმ შეაგდო.

ჩემპიონატის ლიდერი 10 ფეხბურთელით ასრულებდა თამაშს. მატჩის მიწურულს ტრავმა მიიღო ნეიმარმა. ბურთისთვის ბრძოლაში მან ცუდად დადგა ფეხი მინდორზე და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

მოგვიანებით, პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ გულშემატკივრები დაამშვიდა. მან განაცხადა, რომ ბრაზილიელის ტრავმა მძიმე არ არის.

„ნეიმარმა შესაძლოა, ითამაშოს ცხრა დღის შემდეგ „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი მატჩში“, – თქვა ესპანელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე.

თარიღი: 2018-02-26 16:15:11
კომენტარები: