ლიონელ მესიმ მორიგი რეკორდი დაამყარა

ლიონელ მესიმ ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგი რეკორდი დაამყარა. კატალონიურ დერბიში "ბარსელონამ" "ჟირონა" დიდი სხვაობით, 6:1 დაამარცხა,

ლეომ ორი ბურთი გაიტანა, რის შემდეგაც არგენტინელი გახდა პირველი და ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ლა ლიგის 36 გუნდის კარში აქვს გოლი გატანილი.

აქამდე მესი ამ რეკორდს "რეალელ" რაულთან და "ბილბაოელ" არიც ადურისთან ერთად ინაწილებდა, რომელთაც 35 კლუბის წინააღმდეგ აქვთ თავი გამოჩენილი.

შეგახსენებთ, რომ მესი 22 გოლით ლა ლიგას ბომბარდირთა, 12 საგოლე გადაცემით კი ასისტენტთა დავას ლიდერობს.

თარიღი: 2018-02-26 20:04:35
კომენტარები: