სამტრედიასა და ბოლნისში სტადიონის განახლება დაიწყო

სტადიონების ინფრასტრუქტურის განხორციელების პროგრამის განხორციელება დაიწყო – ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივაა და მისი სრული ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე, ექვს სტადიონზე დაიგება საერთაშორისო სტანდარტის მინდვრის საფარი და დამონტაჟდება სარწყავი სისტემა – ფოთში, ქობულეთში, სამტრედიაში, წყალტუბოში, საჩხერის რაიონში, სოფელ ივანწმინდაში (სადაც ”ჩიხურა” თამაშობს) და ბოლნისში.

საფარის გარდა, ამ სტადიონებზე მუნიციპალიტეტების მიერ სხვადასხვა სახის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიცაა დაგეგმილი. მაგალითად, სამტრედიას ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ხელოვნური საფარის აღება დაიწყეს და მოედანის დაგებას მალე დაიწყებენ. ამას გარდა, ახალი ტრიბუნების მოწყობა და ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დაიწყება.

სამუშაოები ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზეც მიმდინარეობს.საფეხბურთო კლუბ ”სიონის” ცნობით, მოედნის საფარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით იცვლება, ხოლო ინფრასტრუქტურას ბოლნისის მუნიციპალიტეტი აკეთებს.

სტადიონზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საფეხბურთო კლუბები ”სამტრედია” და ბოლნისის ”სიონი” საშინაო მატჩებს თბილისში, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართავენ.

თარიღი: 2018-02-25 16:55:24
კომენტარები: