ალეგრი: კრიშტიანუ გაღიზიანებულია საუკეთესოდ რომ არ აირჩიეს

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ დაადასტურა, რომ კრიშტიანუ რონალდუ იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ის არ აღიარეს გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად. უეფამ ეს პრიზი პორტუგალიელის ყოფილ თანაგუნდელს, მადრიდის “რეალის” ნახევარმცველს ლუკა მოდრიჩს გადასცა.

“რონალდუ წესრიგშია, მაგრამ ნორმალურია ის, რომ ოდნავ გაღიზიანებულია საუკეთესოდ რომ არ აირჩიეს, – მოჰყავს სააგენტო AFP-ს ალეგრის სიტყვები.

„შარშან, მან 15 გოლი გაიტანა და ტურნირი მოიგო. ის მცირედით განაწყენდა, მაგრამ ეს ამტკიცებს, რომ ის აგრძელებს ბევრ მუშაობას და უნდა საუკეთესო იყოს – ეს კარგია ჩვენთვის”, – აცხადებს ალეგრი.

თარიღი: 2018-09-02 01:10:45
კომენტარები: