ლიონელ მესიმ ვარჯიშები განაახლა

„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ განაახლა სავარჯიშო პროცესი, – წერს კატალონური კლუბის პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი არ თამაშობს ხელის მოტეხილობის გამო, რომელიც 21 ოქტომბერს, ესპანეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურში, „სევილიას“ წინააღმდეგ მიმდინარე მატჩისას მიიღო.

მიმდინარე სეზონში მესიმ ყველა ტურნირზე 12 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასი შეასრულა.

თარიღი: 2018-10-31 18:26:34
კომენტარები: