ფიგუ: კრიშტიანუს და რონალდოს შორის, რონალდოს ავირჩევდი

პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლიუშ ფიგუ კრიშტიანუ რონალდუს და რონალდოს ერთმანეთს ადარებს.

„კრიშტიანოს შეუძლია ძალიან ბევრი გოლის გატანა თავით. ორივე ფორვარდი ძალიან შთამბეჭდავია. ერთადერთი რაც საჭიროა, - მისცეთ მათ პასი, შემდგომ ყველაფერს თავისით გააკეთებენ, თუმცა მე პირადად ვიტყოდი, რომ საჯარიმოში თამაშში რონალდო უკეთესია“. ლეგენდარული ფიგუ ამბობს, რომ ორ ფეხბურთელს შორის რონალდოს აირჩევდა.

ლუიშ ფიგუს ორივე თავდამსხმელთან ერთად უთამაშია. ის რონალდოს პარტნიორი იყო მადრიდის „რეალში“, ხოლო რონალდუსთან ერთად პორტუგალიის ნაკრებში თამაშობდა.

თარიღი: 2018-11-05 01:16:04
კომენტარები: