ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი ჰარი კეინი გახდა

„ტოტენჰემის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ინფორმაცია UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გამოკითხვაში მან „ცრვენა ზვეზდის“ ფორვარდს, მილან პავკოვს გაუსწრო, რომელმაც „ლივერპულთან“ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.

მესამე ადგილზე „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი რიად მარეზი გავიდა, მეოთხე პოზიციას კი მადრიდის „რეალის“ ფორვარდი კარიმ ბენზემა იკავებს.

თარიღი: 2018-11-08 23:52:57
კომენტარები: