სანტიაგო სოლარი „რეალის“ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა

უკვე ოფიციალურად, მადრიდის „რეალს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. სამეფო კლუბმა 42 წლის სანტიაგო სოლარი გუნდის მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დანიშნა.

არგენტინელ სპეციალისტთან, რომელიც მანამდე გუნდის თავკაცის მოვალეობას დროებით ასრულებდა, ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა. ამის შესახებ „სამეფო კლუბის“ ოფიციალური საიტი იუწყება.

სანტიაგო სოლარიმ „რეალი“ რამდენიმე კვირის წინ ჩაიბარა, მას შემდეგ რაც რეალი ბარსელონასთან დამარცხდა და ხულიენ ლოპოტეგმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. არგენტინელის ხელმძღვანელობით „რეალმა“ უკვე 4 მატჩი ჩაატარა - ორი ლა ლიგაში, თითო ესპანეთის თასსა და ჩემპიონთა ლიგაში და ყველა მოიგო, ბურთების შეფარდებით - 15:2.

თარიღი: 2018-11-15 13:15:18
კომენტარები: