"დორტმუნდმა" პაკო ალკასერი გამოისყიდა

დორტმუნდის „ბორუსიამ“ პაკო ალკასერი გამოისყიდა. ფეხბურთელმა გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა.

„ბარსელონამ" „ბორუსიასგან“ ალკასერში €22.6 მილიონი მიიღო. ესპანელი ფეხბურთელი კატალონიურმა კლუბმა გერმანულს მანამდე დროებით დაუთმო.

25 წლის პაკო ალკასერმა „ბორუსიაში“ ზაფხულის შემდეგ რვა მატჩში ცხრა გოლი გაიტანა.

ალკასერი „ბარსლონამ“ 2016 წელს „ვალენსიასგან“ 30 მილიონ ევროდ იყიდა. „ბარსას“ რიგებში სპორტსმენის ანგარიშზე 50 მატჩი და 15 გოლია.

თარიღი: 2018-11-25 01:38:23
კომენტარები: